ცნობარი შეიცავს ISSN საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული ცენტრების მიერ რეგისტრირებული 149 დასახელების სამეცნიერო-პერიოდული გამოცემის იმ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც გარკვეულწილად ასახავს მათ მზაობას სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ჩასართავად. ინფორმაცია გამოცემის შესახებ აღებულია ჟურნალის ოფიციალური საიტიდან, გადამოწმებული და დადასტურებულია გამომცემლის მიერ. ცნობარის მონაცემები საფუძვლად დაედო საქართველოს სამეცნიერო ჟურნალების მონიტორინგს, რომლის შედეგად შესწავლილ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჩართვისათვის საჭირო კრიტერიუმები: პუბლიკაციების რეცენზირება, გამოცემების პერიოდულობა, ჟურნალის დამოუკიდებელი საიტი, რედკოლეგიების საერთაშორისო შემადგენლობა, ციფრული ობიექტის ინდექსის მინიჭება, სამეცნიერო ბაზებში ინდექსაციის მდგომარეობა და სხვ.
რედკოლეგია: მ. კოპალეიშვილი, ი. ბედინაშვილი, ნ. მახვილაძე